მარიუპოლში “მწვანე დერეფანი” გაიხსნა – ქალაქში 90 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას შეიტანენ

მარიუპოლში ე.წ. მწვანე დერეფანი გაიხსნა- ჰუმანიტარული კოლონა ზაპოროჟიედან მარიუპოლში უკვე გაემგზავრა.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პავლო კირილენკოს ცნობით, 13 დღის განმავლობაში ბლოკადაში მოქცეულ ქალაქში 90 ტონაზე მეტი საკვები და მედიკამენტი შევა.

მისი თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის თანხლების ინიციატივა მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა გამოიჩინეს.

“ეს იმისთვისაა, რომ მარიუპოლის 400 000-მა მცხოვრებმა მიიღოს დიდი ხნის ნანატრი და კრიტიკული დახმარება”, – წერს კირილენკო ფეისბუქზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები