პალესტინური სამხედრო დაჯგუფება მზადაა, 24 – საათიან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი
პალესტინელთა სამხედრო დაჯგუფება ,,ჰამასმა“ და ისლამური ჯიჰადის სამხედრო ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს ღაზას სექტორში 24 -საათიან საზავო ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. ამის შესახებ ტელეარხმა ,,ალ-მაიადინმა“ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიღებაში მონაწილობდნენ გაეროს სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რეგიონში 72 -საათიან სამშვიდობო რეჟიმზე ისლამისტი ლიდერების დათანხმებას.