რასმუსენი: თბილისისა და კიევისთვის მაპ-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა

თბილისისა და კიევისთვის მაპ-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ – ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატო-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ალიანსის მხრიდან არასწორი ნაბიჯი იყო.

“2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ ნატო-ს წევრები – შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა – შევქმენით ნატო & უკრაინის და ნატო & საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო – თბილისისა და კიევისთვის მაპ-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ – ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატო-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში”, – თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები