გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში და თავისი მოღალატეობრივი ქმედებები გაამართლოს

საზოგადოებისთვის არაა გასაკვირი, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად ცდილობს, ჩამოირეცხოს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც მათ დაუშვეს, როცა წამოეგნენ იმ ინსპირირებულ კონკრეტულ სიტუაციას, რის საფუძველზეც ჩვენი ქვეყანა ომში იყო ჩათრეული. ამან მოგვიტანა სავალალო შედეგი – დღეს ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია და ამ ტერიტორიებზე სრულიად უკანონოდ იმყოფებიან რუსეთის სამხედრო შენაერთები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„რეალურად, საქმე ისაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ეძებს ასეთ ხელჩასაჭიდ ფაქტორებს. მათ გაავრცელეს მიმართვა, თითქოს, მათ მიერ მხარდაჭერილ, ევროპის საბჭოს რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ომიდან ორი თვის თავზე მიიღეს, საუბარია მხოლოდ რუსეთის ქმედებებზე და არაა საუბარი იმაზე, რომ საქართველომ ომი არ დაიწყო და კასეტური ბომბებით ცხინვალი არ დაბომბა. ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და თავისი მოღალატეობრივი ქმედებები გაამართლონ. ისინი იმასაც კი გვაბრალებდნენ, რომ ჰააგაში მიმდინარე პროცესი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის გვჭირდებოდა, რომ ქართველი სამხედროები დაგვედანაშაულებინა ომის წარმოებაში. ეს არის აბსურდული ბრალდებები და ყველაფერს მოეფინა ნათელი. ვინ შეაგროვა მტკიცებულებები? სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იყო აღმოჩენილი „ისკანდერის“ ნაწილები, რომლებიც გადამალული იყო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ნივთმტკიცება, რომელიც წარედგინა სტრასბურგსაც და ჰააგასაც“, – აცხადებს მიქანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები