ნიკოლოზ სამხარაძე – „სამწუხაროდ, რუსეთი თავის სახეს არ იცვლის და იმავე მეთოდებით ებრძვის უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, როგორც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ”

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და მათ მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშად დარღვევას. ვგმობთ, ასევე, მარიონეტული რეჟიმების და მარიონეტული რესპუბლიკების ლუგანსკის და დონეცკის აღიარებას. ეს არის ერთგვარად ქართული სცენარის განმეორება, რომელიც ჩვენ საკუთარ თავზე 2008 წელს გამოვცადეთ”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“სამწუხაროდ, რუსეთი თავის სახეს არ იცვლის და იმავე მეთოდებით ებრძვის ახლა უკვე უკრაინის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, როგორც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა 14 წლის წინ. მინდა, მთელი კომიტეტის სახელით, სოლიდარობა გამოვუცხადო მეგობარ უკრაინელ ხალხს, უკრაინის სახელმწიფოს, მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო ამ პოზიციაზე იდგება ურყევად ყველა საერთაშორისო ფორუმზე რომელიც ჩატარდა და რომელიც მომავალში ჩატარდება”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები