დონეცკელმა „ბოევიკებმა“ ბავშვებით სავსე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინული მედია იუწყება, რომ დონეცკელმა „ბოევიკებმა“ დონბასის ბავშვთა სახლებიდან ევაკუირებულ ბავშვებით სავსე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დაღუპულია ერთი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დონეცკელ ტერორისტებთან წინასწარი შეთანხმებით მარიუპოლში მიკროავტობუსები გაიგზავნა, რომლებსაც, საერთო ჯამში, 60- მდე ბავშვი გადაჰყავდათ.
„გზაში ერთ – ერთ მიკროავტობუსს ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ მიკროავტობუსებში ბავშვები ისხდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები