უკრაინის არმიამ კიევის მახლობლად კონტრშეტევა დაიწყო

უკრაინის შს მინისტრის, ვადიმ დენისენკოს ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა კიევის მახლობლად კონტრშეტევა დაიწყეს.

“ღამე საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო კიევის მახლობლად. დილით კიევში საარტილერიო ბრძოლები ისმოდა დასავლეთ გარეუბანში. ახლა არის ბრძოლები. დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის”, – თქვა ვადიმ დენისენკომ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების 10 მარტის დილის მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია აგრძელებს რუსეთის შეტევის შეკავებას, იცავს ხარკოვსა და ახტირკას, ასევე, გრძელდება მარიუპოლის წრიული დაცვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები