„კიბერბერკუტმა“ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდი დაბლოკა

ჰაკერთა ჯგუფმა ,,კიბერბერკუტმა“ განაცხადა, რომ მათ უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი დაბლოკეს. ამ დროისთვის ვებგვერდი მიუწვდომელია. ,,დღეს „კიბერბერკუტმა“ და ჩვენმა კიბერარმიამ ოფიციალური ვებგვერდი დაბლოკა უკრაინის პრეზიდენტისა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში საკუთარი ხალხის გენოციდს აწარმოებს. მადლობას ვუხდით სახელმწიფო კავშირგაბმულობის სპეცჯგუფს, რომელიც ინფორმაციის მოწოდებაში დაგვეხმარა“, – გამოქვეყნებულია „კიბერბერკუტის“ ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები