დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებელთა კონსულტირება იწყება
სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 28 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებელთა უფასო ჯგუფური კონსულტაციები – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გასაუბრება მიმდინარეობს შემდეგ თემებზე: სამუშაოს მოძიება, თვითშეფასება, დასაქმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის: CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაზე გასვლის ტექნიკა. 13 აგვისტოს შემდეგ, დადგენილი გრაფიკის მიხედვით, აღნიშნული უფასო ჯგუფური კონსულტაციები ჩატარდება საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში. კონსულტაციებს ატარებენ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური ტრენერკონსულტანტები. მსურველებმა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე: ჯავახიშვილის 51 (09:30სთ-დან 19:00 სთ-მდე.), ტელ: 595 07 29 87; 591 91 90 50.