საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლის და ინვენტარიზაციის მიზნით, 2025 წელს გამოკვლეულია 25 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მიერ, 2025 წელს, შვიდ მუნიციპალიტეტში შესწავლილი იქნა 25 000 ჰექტარი ნიადაგის ფართობი, ხოლო ლაბორატორიულ პირობებში ფიზიკურ, ქიმიურ და ფიზიკურ-ქიმიურ მახასიათებლებზე გაანალიზდა 413 ნიადაგის ნიმუში. მიღებული მონაცემები განთავსდა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს ნიადაგის თემატური რუკების დამუშავება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 200-ზე მეტ ფერმერს მიეწოდა ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების რეკომენდაციები, მათ შორის ვაზისა და ხორბლის კულტურების წარმოებისთვის, რაც პრაქტიკულად უწყობს ხელს მიწის რესურსების ეფექტიან და მდგრად გამოყენებას.

პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა“ ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი თემატური ციფრული რუკების შექმნა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ინვენტარიზებული და შესწავლილია 250 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები