რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ირანის უზენაესი ლიდერის, აითოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს.
გრემმა შეაქო ტრამპი ირანელი ხალხის გვერდით დგომისთვის, ხოლო აიათოლა ხამენეის „საშინელი ადამიანი“ უწოდა. მან თქვა, რომ „ირანის ლიდერის წასვლის დროა“ და ეს არის ის, რაც ხალხს სურს.
გრემიმ ხამენეი „თანამედროვე ჰიტლერად“ და „რელიგიურ ნაცისტად“ მოიხსენია.
„დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანის ხელახლა დიდების საუკეთესო გზა მომიტინგეების გამარჯვება და რეჟიმის დამხობაა. როგორ მივაღწიოთ ამას? რა ქმედებაც არ უნდა მივიღოთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს მომიტინგეებს შთააგონებს და რეჟიმს აშინებს“, – აღნიშნა გრეჰემმა.
მან განაცხადა, რომ ტრამპის ადგილას რომ ყოფილიყო, გაანადგურებდა იმ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ეწინააღმდეგებიან. სენატორმა მოუწოდა ტრამპს, „ამას წერტილი დაესვას“.
გრეჰემმა აღნიშნა, რომ ირანში „ხანგრძლივი კოშმარი“ მალე დასრულდება.
“თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება. თქვენი სიმამაცე და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თქვენი ჩაგვრა დაასრულოთ, შენიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს”,- განაცხადა სენატორმა.
ირანის ოფიციალური პირები უარყოფითად აფასებენ ნებისმიერი უცხოური ჩარევას და აცხადებენ, რომ მზად არიან არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო პასუხებისთვისაც.
შრგახსენებთ, დეკემბრის ბოლოს ირანში ადგილობრივი ვალუტის დევალვაციის ფონზე საპროტესტო აქციები დაიწყო. მათ თან ახლდა უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, მათ შორის ცრემლსადენი გაზისა და პნევმატური იარაღის გამოყენება. საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით 25 პროვინციის 60-ზე მეტ ქალაქში გავრცელდა. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები თეირანში იმართება, ხოლო ყველაზე ძალადობრივი შეტაკებები დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (მალექშაჰის, კერმანშაჰის და ლორდეგანის ქალაქები) დაფიქსირდა.