“მფრინავმა დაადასტურა, რომ კოდორის ხეობის დაბომბვის დავალება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა გასცეს“

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს ემზარ კვიციანის დასთან, ნორა კვიციანთან და ადვოკატ რეზო კახნიაურთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც 2006 წლის ივლისში კოდეორის ხეობაში მომხდარ მოვლენებზე და ემზარ კვიციანის პატიმრობის შესახებ ისაუბრეს. ემზარ კვიციანის ადვოკატი კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის საქმეში არსებულ ახალ დეტალებს ასაჯაროებს.
რევაზ კახნიაურის თქმით, გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს მფრინავი იმედა მაისურაძე, რომელიც კვიციანის უდანაშაულობას ადასტურებს. ადვოკატის მტკიცებით, მფრინავმა დაადასტურა, რომ კოდორის ხეობის დაბომბვის დავალება ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ იყო გაცემული, რისი შესრულების საშუალებაც მას ემზარ კვიციანმა არ მისცა.
ადვოკატმა მფრინავის ჩვენებიდან ამონარიდი წაიკითხა: “როდესაც გვითხრეს, რომ შედით და დაბომბეთ სოფელი, დაბლა მშვიდობიანი მოსახლეობა დავინახეთ. როდესაც პიკირება გავაკეთე ერთ-ერთ ეზოში ბავშვი გარბოდა, დედამ ხეში აიტაცა და სახლისკენ გაიქცა. ამ სახლისკენ სროლა არ შემეძლო, კედელზე ვისროლე, სენაკის სამხედრო ბაზაზე როგორცკი ჩამოვფრინდი, უკვე იცოდნენ,რომ მე რ ვესროლე სახლებს, ნიკოლეიშვილი მოვარდა უშვერი სიტყებით გვალნძღეს გვაგინეს, გვკითხეს როგორ მოხდა რატომ ააცილეთო“.
დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის გასამართლებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები