ზელენსკი – ნატო-ში შესვლაზე: არ ვაპირებთ, ვიყოთ ქვეყანა, რომელიც რამეს მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ვერ იქნება ქვეყანა, რომელიც ვინმეს რამეს მუხლებზე დაჩოქილი შეეხვეწება.
ამის შესახებ მან ABC-სთან საუბარში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესაძლო გაწევრიანებაზე საუბრისას თქვა.
“რაც შეეხება ნატო-ს – ამ საკითხის მიმართ მას შემდეგ გავცივდი, რაც მივხვდით, რომ ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად. ალიანსს ეშინია საკამათო საკითხებისა და რუსეთის ფედერაციასთან დაპირისპირების“.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას არ სურს, იყოს ქვეყანა, რომელიც „რამეს ითხოვს მუხლებზე დაჩოქილი“.
„არ ვაპირებთ, ვიყოთ ასეთი ქვეყანა და მე არ მინდა, ვიყო ასეთი პრეზიდენტი“, – დასძინა მან.