რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება
რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩაკეტოს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი რუსული ნავთობის აკრძალვას განაგრძობს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან ერთად, იკვლევს გეგმას აღნიშნული აკრძალვის შესახებ, როგორც რუსეთის სადამსჯელო საშუალებას უკრაინაში შეჭრის გამო. თუმცა, აღნიშნული გეგმა გერმანიამ და ნიდერლანდებმა უარყვეს. ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს “კატასტოფურ შედეგებს” გლობალურ მიწოდებაზე და გააორმაგებს ნავთობის ფასს ბარელზე 300 დოლარამდე.
ევროკავშირი გაზის, დაახლოებით, 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს.