ზელენსკის „რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი“ გადაეცა

ვოლოდიმირ ზელენსკის „რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი“ გადაეცა.

უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოქსანა მარკაროვამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის განკუთვნილი ჯილდო – „რონალდ რეიგანის თავისუფლების მედალი“ მიიღო.

აღნიშნული ჯილდო უკრაინის ელჩს რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ფონდის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ რაიანმა გადასცა. რაიანმა აღნიშნა, რომ ეს მაღალი ხარისხის ჯილდო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერული თვისებებისა და მილიონობით უკრაინელის გაუტეხელი სულის აღსანიშნავად გადაეცა.

ცნობისთვის, რონალდ რეიგანის ფონდმა თავისუფლების მედლის ჯილდო 1992 წლიდან შემოიღო. ამ დროის განმავლობაში ის მხოლოდ 10 ადამიანს გადაეცა, მათ შორის – ლეხ ვალენსას, მიხაილ გორბაჩოვს, კოლინ პაუელს და მარგარეტ ტეტჩერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები