ანტონ გერაშენკო: უკრაინა ჟირინოვსკიზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს
უკრაინა აპირებს, რამდენიმე რუს პოლიტიკოსზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანტონ გერაშენკომ ტელეარხ ,,სვობოდა სლოვის” ეთერში განაცხადა.
,,ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და საერთაშორისო ძებნა გამოვაცხადეთ ისეთ არამზადებზე, როგორიცაა: ჟირინოვსკი, ზუგანოვი, შოიგუ და სხვები, ვინც პუტინის უშუალო დავალებებით ხელმძღვანელობს და დესტაბილიზაციას იწვევენ უკრაინის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ანტონ გერაშენკომ.