შარლ მიშელი: პუტინს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასვლა და დახმარებაზე წვდომა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. პრეზიდენტ პუტინს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო გასვლა და დახმარებაზე წვდომა.
მე ასევე ხაზი გავუსვი ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე. ჩვენ შევთანხმდით შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.