“რადიო თავისუფლება” – ევროკომისია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების განაცხადს შეაფასებს

ევროკავშირის ელჩებმა, ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადების განხილვა დაიწყეს და მოსალოდნელია, რომ ელჩები სთხოვენ ევროკომისიას სამი ქვეყნის განაცხადი შეაფასოს.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი იტყობინება.

“ევროკავშირის ელჩები ამჟამად განიხილავენ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს. სავარაუდოდ, ეს დასრულდება იმით, რომ ელჩები ევროკომისიას სთხოვენ სამეულის შეფასებას”, – წერს იოზვიაკი.

ამასთან, დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის წევრობის განაცხადს, უახლოეს დღეებში განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები