უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტის კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს
კიევის ოლქში, ქალაქ ვიშგოროდში უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები იტყობინება.
“ვიშგოროდი. მინუს ერთი მტრის ვერტმფრენი. ერთად გამარჯვებამდე”, – ნათქვამია მოხსენებაში.