უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის დელეგაციებმა მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ბელოვეჟსკაია პუშჩაში ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ინფორმაციას მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, 3 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს „მიაღწიეს ურთიერთგაგებას“ ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ყველაზე სასტიკი ბრძოლის ადგილებიდან. თუმცა, რუსეთმა შეთანხმება უკრაინაში არაერთგზის დაარღვია.