“სიტუაცია დღეს უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე – გუშინ” – მაკრონი უკრაინაში ატომურ კატასტროფაზე
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ინტენსიური დაბომბვა შეშფოთების სერიოზულ საგანს დღითიდღე სულ უფრო მეტად წარმოადგენს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია LCI-ის ეთერში განაცხადა.
“დღეს სიტუაცია უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე – გუშინ. ჩვენ ვერ მივაღწიეთ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას. ახლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ, პირველ ყოვლისა, ავირიდოთ კატასტროფა ატომურ ენერგეტიკაში”, – თქვა მან.