„თუკი იუმორისტი, რომელიც პრეზიდენტის სავარძელში ზის, ბირთვული შეიარაღებით გვაშინებს, ხომ უნდა აგოს პასუხის თავის სიტყვებზე” – ელენა სკოროხოდოვა
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, არაერთმა ცნობილმა რუსმა დაგმო კრემლის პოლიტიკა. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი ქვეყანაც დატოვა, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ვლადიმერ პუტინს და ამართლებენ იმ საშინელებას, რაც უკრაინაში ხდება. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ელენა სკოროხოდოვაა, რუსი მსახიობი, რეჟისორი, პოეტი და ჟურნალისტი. ის მიესალმება რუსეთის მთავრობის მოქმედებებს უკრაინაში და სოციალურ ქსელში ყველაფრის მეორე მხარისთვის გადაბრალებას აქტიურად ცდილობს.
„ომი არ არის!
მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუკი იუმორისტი, რომელიც პრეზიდენტის სავარძელში ზის, უკვე გვაშინებს ბირთვული შეიარაღებით… ხომ უნდა აგოს პასუხის თავის სიტყვებზე.
8 წელია, მიმდინარეობს ომი რუსებთან დონბასში. რატომ არ ამჩნევდა ამ ომს ვინმე? იქ ბავშვებსაც კლავდნენ. რატომ დუმდნენ უფლებადამცველები? აი, ამ ომს ახლა ჩვენ გავაჩერებთ და სხვა ომის პრევენციას მოვახდენთ.”
„რა ბედნიერებაა, რომ გავთავისუფლით ამ უაზრო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთო. ისინი, უბრალოდ, უსარგებლოები კი არა, მავნებლებიც იყვნენ. 2014 წელს მათ ხმის უფლება ჩამოგვართვეს. ეს მათი რეაგირება იყო ყირიმზე. მაგრამ, წევრობის თანხას მაინც ვიხდიდით: ათობით მილიონ ევროს.
2019 წელს, როდესაც მათ კვლავ მოგვცეს ხმის ამოღების უფლება, ჩვენ, თავისთავად, ვისაუბრეთ დონბასზე, რუსების გენოციდზე, ენის აკრძალვაზე… მაგრამ მათ არ მოგვისმინეს.
ისინი თავს გვახვევდნენ გეი-ევროპულ კანონებს, რომელთანაც ჩვენ აქ გამკლავებას ვერ ვახერხებდით. ერთი კანონი მეორეზე უარესი იყო და ყველა მათგანს შიზოფრენიის სამეფოში მივყავდით, სადაც 53 სქესია და წვერიანი ქალები იმარჯვებენ. რისთვის გვჭირდებიან ისინი ჩვენ? და თანაც ჩვენს ხარჯზე?”
„მე მიმაჩნია, რომ ბაიდენს არაფერი შეეშალა. „პუტინი შეიჭრა რუსეთში“. დიახ, ასე იყო ყველაფერი. ის ნაცისტების მიერ ოკუპირებულ რუსეთში შეიჭრა მშვიდობიანი მისიით…“
„მაპატიეთ, ადამიანებო! და მეც გპატიობთ თქვენ.. მაგრამ, როგორ ვაპატიოთ მათ, ვინც „ფეიკებს“ ავრცელებს და რუსეთის წინააღმდეგ გამოდის?“