ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ქმედითი და ეფექტური აღმოჩნდა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკაში სწრაფი დაღმასვლა შეინიშნება.

ამას გარდა, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უნდა გათავისუფლდეს რუსულ გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე დამოკიდებულებისგან, რისთვისაც 8 მარტს ევროკომისია წარადგენს გეგმას, თუ როგორ შეუძლია ბლოკს თავისი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები