კელი დეგნანმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და იუსტიციის სექტორის მაღალი რანგის ქალ წარმომადგენლებს უმასპინძლა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და იუსტიციის სექტორის მაღალი რანგის ქალ წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“ქალთა საერთაშორისო დღის და საქართველოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მათი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, ელჩმა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და იუსტიციის სექტორის მაღალი რანგის ქალ წარმომადგენლებს უმასპინძლა. პოლიციის ოფიცერი ხშირად სახელმწიფოს მთავარი წარმომადგენელია, ვისთანაც მოქალაქეებს ურთიერთობა უწევთ და უაღრესად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავი ორგანიზაციები საზოგადოების გენდერულ შემადგენლობას სწორად ასახავდეს და, რომ ყველას მიეცეს წინსვლის თანაბარი შესაძლებლობა. აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას, ვინაიდან გამოცდილებით ვიცით, რომ ქვეყნები ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პროგრესს მხოლოდ მაშინ აღწევენ, როდესაც ქალები სრულად არიან საზოგადოების ყველა ასპექტში ჩართული. ქალების გაზრდილი მონაწილეობა და ჩართულობა ეხმარება საქართველოს უფრო სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოების შექმნაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.