ლარი კვლავ გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2744 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.1247 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6802 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6035 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0767 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.