„კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ახალი ფაქტები იკვეთება“
კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ეკისრება, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ახალი ფაქტები იკვეთება, რაც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო.
,,იკვეთება ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო ახალი ფაქტები, რომლებიც ახალ დანაშაულებრივ ქმედებებზე მეტყველებენ. ეს ქმედებები საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი იყო. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პირდაპირი პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას ეკისრება, კერძოდ კი, მიხეილ სააკაშვილს, ყოფილ თავდაცვის მინისტ ირაკლი ოქრუაშვილსა შსს-ს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ემზარ კვიციანის ადვოკატმა, დღეს, კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების ხელახალი გამოძიება მოითხოვა.