უკრაინამ ნიკოლაევის აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა
ნიკოლაევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ აეროპორტი უკრაინის კონტროლს ექვემდებარება.
დღეს, დილით ნიკოლაევის აეროპორტში რუსი სამხედროები შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც ქალაქი დაბომბეს.
ვიტალი კიმმა აღნიშნა, რომ ქალაქის ირგვლივ ბევრი ჭურვია, რომელიც არ აფეთქდა.