გორლოვკაში სამდღიანი ბრძოლების შემდეგ 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია
ბოლო სამი დღის მანძილზე გორლოვკაში (დონეცკის ოლქი) სამხედრო დაპირისპირების შედეგად 17 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. მათ შორის 3 ბავშვია. ამის შესახებ ქალაქის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა. ,,სამი დღის მანძილზე საარტილერიო ცეცხლის შედეგად მნიშვნელოვნად დაინგრა ქალაქის ცენტრი, დაიღუპა 17 და მძიმედ დაიჭრა 43 ადამიანი, დაბომბვის შედეგად ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლი და შენობა დაზიანდა “,- განაცხადა ადგილობრივმა გამომცემლობამ.