ნუგზარ წიკლაური: სააკაშვილი ჩამოვა საჭირო დროს და სასამართლოს ჩვენებას მისცემს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკურ ვენდეტად აფასებს. მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სამართლებრივ პროცესში სასამართლოში მონაწილეობას მიიღებს.
“ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, მოახდინოს პროცესების ფორსირება. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არის პოლიტიკურ ვენდეტა და შურისძიება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას, ის მონაწილეობას მიიღებს სამართლებრივ პროცესში სასამართლოზე, ხოლო როდის ჩამოვა საქართველოში, ამას ნამდვილად არ შეუთანხმებს რუს ოლიგარქს. ის ჩამოვა საჭირო დროს, საჭირო ადგილას, სასამართლოს მისცემს ჩვენებას და არავითარ შემთხვევაში, არ ერიდება ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემას”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.