ელისო ბოლქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ სკოლამდელი სახელოვნებო განათლების შესახებ, ამ მიმართულებით იაპონიის დიდ გამოცდილებაზე. იაპონიაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სახელოვნებო განათლებას. მომავალში ვაპირებთ იაპონელ ექსპერტებთან ერთად ამ პროგრამის შემუშავებას და იმპლემენტაციას”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.