რუსი ოკუპანტები ნიკოლაევის აეროპორტში შეიჭრნენ
რუსი ოკუპანტები უკრაინაში ნიკოლაევის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შევიდნენ. ამის შესახებ ნიკოლაევის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა Telegram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, ქალაქის თავდაცვის ქვედანაყოფები “შეტევაზე მიდიან” და ოკუპანტების ობიექტიდან გაძევებას შეეცდებიან.