უკრაინა მზადაა, NATO-ს წევრობის გარდა, უსაფრთხოების სხვა მოდელებიც განიხილოს

უკრაინა მზადაა, NATO-ს წევრობის გარდა, უსაფრთხოების სხვა მოდელებიც განიხილოს, – ამის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა.

“მზად ვართ, განვიხილოთ გარკვეული მოდელები, რომელიც NATO არ უკავშირდება. მაგალითად, შესაძლოა პირდაპირი მოლაპარაკებები უსაფრთხოებაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, შესაძლოა გერმანია და საფრანგეთიც. ღია ვართ უფრო ფართო განხილვისთვის პარტნიორებთან და არამხოლოდ ერთი-ერთზე რუსეთთან“, – აცხადებს დავით არახამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები