რუსეთი 150-ზე მეტმა ჟურნალისტმა დატოვა

უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთი, სულ მცირე, 150-მა ჟურნალისტმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსეთში დაიხურა წამყვანი დასავლური გამოცემების რედაქციებიც. კერძოდ, რუსეთი დატოვა BBC-ის თანამშრომლების უმეტესობამ, დაიხურა Bloomberg-ისა და “რადიო თავისუფლების” რუსული გამოცემები.

რუსეთიდან ჟურნალისტების წასვლის მთავარი მიზეზი სამხედრო ცენზურის ფაქტობრივი შემოღებაა. რუსეთის დუმის მიერ ახლახან მიღებული კანონის მიხედვით, შეიარაღებული ძალების საქმიანობაზე ეგრეთ წოდებული “ფეიქების” გავრცელებისთვის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები