ჯანდაცვის მინისტრი: მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვა.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს ჩვენი კამპანია სხვადასხვა ადგილებში, უფრო მეტად ხელმისაწვდომი რომ იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი მობილური ჯგუფები, 30-მდე სხვადასხვა ჯგუფია, დადიან სოფლებსა და ქალაქებში, აქტიურად მიმდინარეობს ამის აგიტაცია. რაც შეეხება იმ ვაქცინებს, რომლებსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს, მარტის ბოლომდე ახალი პარტია „ფაიზერის“ ვაქცინები შემოვა. ამ კუთხითაც ეს პრობლემა მოგვარებულია“, – განაცხადა აზარაშვილმა.