ევროპაში გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა – 3 ათასი დოლარი ათას კუბურ მეტრზე
ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3000 დოლარს გადააჭარბა.
ლონდონის საფონდო ბირჟის – ICE-ის მონაცემების მიხედვით, დილით, ვაჭრობის გახსნაზე კუბური მეტრის ღირებულება 2366,8 დოლარს შეადგენდა, რამდენიმე წუთში 2700 დოლარს მიაღწია, შემდეგ კი 3000 დოლარამდე ავიდა.
ევროპაში გაზის საფასურმა მკვეთრი ზრდა გასული წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. მაშინ მისმა ფასმა 1900 დოლარსაც მიაღწია, რაც იმ დროისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო – მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში მისი ფასი დაახლოებით 515 დოლარს შეადგენდა.