აშშ და ევროკავშირი სარეზერვო გეგმას ამზადებენ იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი უკრაინას დაიკავებს

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები განიხილავდნენ სცენარს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი შეძლებს კონტროლის მოპოვებას უკრაინაზე. როგორც გამოცემა CNN წერს, ომის გამწვავების შემთხვევაში, ზელენსკის ევაკუაცია პოლონეთში მოხდება.

პარტნიორები განიხილავენ, თუ როგორ დაუჭერს დასავლეთი მხარს უკრაინის მთავრობას, თუ მათ კიევიდან გაქცევა მოუწევთ.

ამას გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მუშავდება ხელისუფლების უწყვეტობის გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოკლავენ.

“უკრაინელებს აქვთ გეგმები, რომლებზეც მე არ ვაპირებ საუბარს ან დეტალებში შესვლას, რათა დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლების უწყვეტობა ამა თუ იმ გზით შენარჩუნდება. დეტალებს ჩემთვის დავიტოვებ”, – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რჩება, თუმცა, იგი ამერიკის ხელისუფლებასთან უკრაინის დასავლეთში, ლვოვში გადასვლის აუცილებლობას განიხილავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები