ჰოლანდიის პრემიერმა კიევს ავიაკატასტროფის ადგილზე სამხედრო ოპერაციების შეჩერება მოსთხოვა
უკვე მესამე დღეა ჰოლანდიელი და ავსტრალიელი ექსპერტები შეუჩერებელი სამხედრო ოპერაციების გამო დონეცკიდან ავიაკატასტროფის ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო ,,ფრანს-პრესსი” აცხადებს. არსებული უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოფიციალურ კიევს, საგამომძიებლო სამუშაოების ჩატარების მომენტში დროებით შეწყდეს ცეცხლი მკაცრად განსაზღვრულ ობიექტზე. შეგახსნებთ, რომ ამჟამად,,ბოინგ 777″-ის კატასტროფის ადგილზე საერთაშორისო კომისიის ექსპერტები მუშაობენ.