როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 7 მარტის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 474 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 128, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 58, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 51, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 244 საიდანაც, 2 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 901, აჭარაში – 189, იმერეთში – 502.
დღეისათვის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 622 პირი, მათ შორის, თბილისში – 269, აჭარაში – 75, იმერეთში – 118. 44 884 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.28%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 626 282 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 562 614 გამოჯანმრთელდა, 16 398 კი, გარდაიცვალა.