ენერგეტიკის სამინისტრო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას იწყებს
ელქტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებით ყველა პრობლემა მოგვარებულია და მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მსგავსი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, სამინისტრო ახალი პროექტის – ,,ჯვარი ხორგას“ ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას იწყებს.
,,პრობლემა, რომელიც სისტემაში გვქონდა, უკვე მოგვარებულია. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები უკვე აღდგენილია. მოსახლეობას ელექტროენერგია 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პოექტის ,,ჯვარი ხორგას“ განხორციელებას ვაპირებთ, რომ ანალოგიური პრობლემა აღარ განმეორდეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა დაიწყება. პროექტის ღირებულება 60 მილიონ დოლარს შეადგენს დ მისი განხორციელება 2016 წელს დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.