ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მოქალაქეებისთვის დღეს ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გაიგზავნება

საქართველოს კათალიკო-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, უკრაინის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი დღეს გაიგზავნება.

საპატრიარქოს ინიციატივით, ყველა ტაძარში უკრაინელი ხალხისთვის გროვდება შემოწირულებები, რაც საბოლოოდ ჰუმანიტარული დახმარების სახით იგზავნება. პირველი ეტაპზე, 10 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი: მედიკამენტები, არა მალფუჭებადი საკვები და ტანსაცმელი შეგროვდა, რომელიც უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ლოჯისტიკურ ჰუმანიტარულ ჰაბში განთავსდება და შესაბამისად განაწილდება.

პროცესს ორგანიზებას საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნი“ უწევს. დახმარების მსურველებს, შემოწირულების მიტანა ნებისმიერ ეკლესიაში შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები