მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება
მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian წერს. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უკრაინის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დგინდება ჰუმანიტარული “მწვანე დერეფნის” გახსნის დრო. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიუპოლიდან 200 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
მერის თქმით, ჰუმანიტარული დერეფანი საშუალებას მისცემს ქალაქს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის – განათების, წყლისა და მობილური კომუნიკაციების აღდგენა დაიწყოს. ასევე შესაძლებელი იქნება მარიუპოლის აუცილებელი პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგება.