როგორია ეპიდვითარება თბილისსა და რეგიონებში – 5 მარტის კოვიდსტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 680 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 118 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.41%. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი დედაქალაქის შემდეგ, კვლავ იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 680 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 416 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 264 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 623 672-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 21.6% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.64%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 118 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 547 531-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 338 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 033 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 294 შემთხვევა, აჭარა – 72, იმერეთი – 451, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 238, გურია – 123, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 260, კახეთი – 275, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 65.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 59 777 საიდანაც, 2 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 982, აჭარაში – 244, იმერეთში – 561. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 656 პირი, მათ შორის, თბილისში – 287, აჭარაში – 83, იმერეთში – 123. 57 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.