ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები შეიძინა.

“გორის მერიის შენობაში უკვე რამდენიმე დღეა გროვდება უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი.

უკრაინის დასახმარებლად სპეციალურად გახსნილ შტაბში ნებისმიერ მოქალაქეს თბილი ტანსაცმლის, არამალფუჭებადი პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების მოტანა შეუძლია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

„უკრაინასთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მერიის შენობაში გახსნილია საგანგებო შტაბი, სადაც უკვე რამდენიმე დღეა მოაქვთ ტანსაცმელი თუ პროდუქტი. ჰუმანიტარულ აქციაში ჩაერთო ძალიან ბევრი ადამიანი, გასაგზავნ ტვირთს აგროვებენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩაერთო ამ კეთილ და ჰუმანურ საქმეში“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

საგანგებო შტაბის მისამართია:

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა. გრიგოლ ფერაძის N5.

გორის მუნიციპალიტეტის მერია – საკონტაქტო: 599 85 17 01; 591 69 41 41;

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები