კელი დეგნანმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლი გაიღო
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლი გაიღო.
როგორც ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, დეგნანთან ერთად, სისხლის აქციაში ამერიკის საელჩოს ათობით კოლეგა ჩაერთო.
“როგორც მრავალი ადამიანი საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ჩვენი საელჩოს გუნდი ცდილობს, იპოვოს გზები მამაცი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. დღეს ელჩმა დეგნანმა და ათობით ჩვენმა კოლეგამ უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი ჩააბარა. მოხალისეთა დიდი რაოდენობის გამო ყველას მიღება დღეს ვერ მოესწრო, ამიტომ, ვმუშაობთ უახლოეს პერიოდში დარჩენილ მსურველთათვის სისხლის მომდევნო დონაციის ორგანიზებაზე”, – წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.