„ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული თათბირის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვფლობ“

მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ პროკურატურას 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით ორი კვირის წინ წერილობითი ჩვენება მისცა. მისივე თქმით, მან პროკურატურას ის ჩვენება მისცა, რის შესახებაც თავის დროზე სახალხო დამცველთან ისაუბრა. მაღლაფერიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მიერ ჩატარებული თათბირის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობს და შესაბამისი ჩანაწერიც აქვს.
“ძალიან დეტალურად მახსოვს, რა თქმა უნდა, ამ თათბირის შესახებ, იმიტომ, რომ მაქვს ასეთი ჩვევა, დღიურივით ჩავიწერო მსგავსი დეტალები. მე მეორე დღესვე ეს ჩანაწერი სახალხო დამცველს წავაკითხე და სახალხო დამცველმა ამ თათბირის შესახებ არაერთგზის დეტალურად ისაუბრა. ის ითხოვდა საგამოძიებო კომისიის შექმნას. არაერთხელ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს. შემდეგ ეს ჩვენება ითარგმნა და გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის: თომას ჰამერბერს, პიტერ სემნებს და სხვა მაღლი რანგის დიპლომატებს. ეს დეტალები პრაქტიკულად ცნობილი იყო საზოგადოებისთვის, კერძოდ, იმ ფრაზებით, რაც პროკურატურამ გააჟღერა“,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები