„სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება აბსოლუტურად ადეკვატურია“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება აბსოლუტურად ადეკვატურია. მისი თქმით, თუ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები გააჩნია, პასუხი ყველამ უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, რა სტატუსი გააჩნია ადამიანს.
“ყველაფრის სათავეში იდგა პოლიტიკური მაფია და მისი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. შესაბამისად, თუ პროკურატურას მყარი მტკიცებულებები გააჩნია, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს. 7 ნოემბრის საქმით, “იმედის” წართმევის საქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება აბსოლუტურად ადეკვატურია”, – განაცხადა სესიაშვილმა.მთავარ პროკურატურაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ბრალი უკვე წაუყენეს. მის ადვოკატს ოთარ კახიძეს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა.