ირანში ორი მცირეწლოვანი გოგონას მამა მოკლეს

ირანის უსაფრთხოების ძალებმა ალი დეჰგანი, პროტესტის მონაწილე მოკლეს. მას თავში ესროლეს.

IranWire-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ალი დეჰგან-ჯოგანი – ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატის, აბდოლფატა სოლტანის, სიძე – უსაფრთხოების ძალებმა 2026 წლის 9 იანვარს, პარასკევს, თეირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს მოკლეს.

ალი დეჰგან-ჯოგანი 55 წლის იყო. წყაროების ცნობით, ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალებმა დარბევის დროს საბრძოლო მასალა გამოიყენეს და თავში ესროლეს.

ალი დეჰღანი ორი ქალიშვილის მამა იყო.

ცნობების თანახმად, ინტერნეტის გათიშვის შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის ძალებმა უპრეცედენტო დარბევა დაიწყეს, რის შედეგადაც მრავალი მომიტინგე დაიღუპა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ცნობით, დაღუპულთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია თეირანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები