ლევან ნიკოლეიშვილი – ზელენსკიზე: საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებით უარი უთხრა “ნაციონალურ მოძრაობას” და ახლა მაქედან გინდათ, შემოგვტენოთ? უკრაინას მიხედეთ, უკრაინელებს, რა დროს თბილისი და მისი ტელემაყურებელია
თუ ოპოზიციური არხის მეშვეობით რაღაც მიტინგზე ერთვები, თან – საკრიტიკოდ, მაშინ მე მაქვს რამდენიმე კითხვა: 1. უკრაინაში ომია და ვიღაცას “პო ხოდუ”, ჩვენთვის სცალია?! 2. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, როცა რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, რამდენად მორალურად გამართლებულია? 3. ვინმეს უკრაინაში სამატრაბაზოდ და სამაიმუნოდ სცალია, როცა მისი ხალხი იღუპება, მართლაც ამორალურია, – წერს ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი ზელენსკის განცხადებაზე.
“სხვამ სხვისი იკითხოს, მაგრამ მე ჩემი მაინტერესებს. ზელენსკი აპირებს, ქალაქებს მიმართოსო, მათ შორისზ თბილისსაცო – გამიკვირდა-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ .. თუ მადლობა უნდა გვითხრას მხარდაჭერისთვის, არაფრის ბატონო, ამდენი მადლობა არ არის საჭირო! თუ ოპოზიციური არხის მეშვეობით რაღაც მიტინგზე ერთვები, თან საკრიტიკოდ, მაშინ მე მაქვს რამდენიმე კითხვა: 1. უკრაინაში ომია, და ვიღაცას “პო ხოდუ”, ჩვენთვის სცალია?! 2. სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, ჩარევა როცა რუსეთი უკრაინაში შემოიჭრა, რამდენად მორალურად გამართლებულია? 3. ვინმეს უკრაინაში, სამატრაბაზოდ და სამაიმუნოდ სცალია, როცა მისი ხალხი იღუპება, მართლაც ამორალურია. 4. საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებით უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას, და ახლა მაქედან გინდათ, შემოგვტენოთ? უკრაინას მიხედეთ, უკრაინელებს, რა დროს თბილისი და მისი ტელემაყურებელია!”, – – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.