შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავრობა არის მტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში

„ჩვენი მთავრობა არის მტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში, პოლიტიკურ მხარდაჭერას რაც შეეხება. მეორე, ეს გახლავთ ჰუმანურობა, მნიშვნელოვანია, ის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან დარჩენილი საქართველოში”,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა მთავრობის მიერ უკრაინისადმი გამოხატულ მხარდაჭერასა და საერთაშორისო ასპარეზზე ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„თუკი შევხედავთ ჩვენი მთავრობის საქმიანობას ამ მხრივ, ერთი, ეს არის მნიშვნელოვანი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში სიმტკიცე. გუშინწინ, გაერო-ში, საქართველოს თანაავტორობით, მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც ამ აგრესიას გმობს.

დღეს, ჩვენი პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება პარიზში, სადაც იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა საკითხების კომიტეტების თავმჯდომარეების კონფერენცია, რომელზეც მიწვეული გახლავთ საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეც, სადაც შემუშავებული იქნა განცხადება, რომელსაც შესაბამისად მიუერთდება რა თქმა უნდა, საქართველოც.

ჩვენი მთავრობა არის მტკიცე უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში, პოლიტიკურ მხარდაჭერას რაც შეეხება. მეორე, ეს გახლავთ ჰუმანურობა. მნიშვნელოვანი არის, ის, რომ ჩვენ ყურადღება მივაქციოთ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც არიან დარჩენილი საქართველოში. საქართველოს მთავრობა ზრუნავს მათ განთავსებაზე და საქართველოს მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა ლტოლვილების მიღებაზე თუკი ამის საჭიროება არის, რომ საქართველოში განთავსდნენ.

ასევე, საქართველოს მთავრობამ უკვე გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და მზად არის ეს დახმარება გააგრძელოს. მესამე ეს არის საქართველოს პოზიციების წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე და იცით, რომ გუშინ, საქართველოს პრემიერმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი და სწორედ ეს გახლავთ საერთაშორისო კუთხით საქართველოს მთავრობის მოქმედება”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები