დავით კეზერაშვილის ადვოკატს ბრალდების შესახებ დადგენილება გადასცეს

თავდაცვის ყოფილ მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატს ბექა ბასილაიას ბრალდების შესახებ დადგენილება უკვე გადასცეს, თუმცა მას მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა. როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ბასილაიამ განაცხადა, მას უთხრეს, რომ მასალებს მოგვიანებით გადასცემენ. მისივე თქმით, ბრალდების შესახებ დადგენილებაში ოქრუაშვილის ჩვენება არსებობს, თუმცა შინაარსი მისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილებაში ასევე მოხსენიებულები არიან ის პირები, ვინც იმ დროს მუშაობდნენ ტელეკომპანია “იმედში”, მათ შორის ჩვენებები მისცეს: თეა სიჭინავამ, სოფო მოსიძემ, ლევან ჯავახიშვილმა, დიანა ტრაპაიძემ, ეკა სოსელიამ, ნინი საყვარელიძემ და სხვა პირებმა.
მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების შესახებ ბრალდება დღეს დაუსწრებლად წარუდგინეს. ამავე სააქმეებზე ბრალი ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას საპატიმროში წარედგინათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები